მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ZEEKR - პრემიუმ ბრენდი, საკუთარი იდენტობით“ - რატომ არის გამორჩეული ZEEKR-ი?!

"თეგეტა ქარსმა" ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის პრეზენტაციას, რომელიც "ფალესტრაში" გაიმართა მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები ZEEKR-ის გლობალური წარმომადგენლობიდან და კომპანიის პარტნიორები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრენდის სამი წამყვანი მოდელი - ZEEKR 001, ZEEKR X და ZEEKR 007 - პირველებს ენახათ და შეეფასებინათ. ბრენდი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, სწრაფად ითვისებს ევროპულ ბაზარსა. ZEEKR-ის მოდელები უკვე იყიდება შვედეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. "ZEEKR საქართველო" მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან 001 მოდელის 1250-ცხენისძალიან ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის აჩქარებაც 1,9 წამია. პორტფელში ასევე დაემატება 7-ადგილიანი პრემიუმ კლასის სრულად ელექტრული მინივენი და კიდევ რამდენიმე ახალი მოდელი, შედეგად კი ინოვაციური ბრენდის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები