ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი ბრუნდება. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება და ღონისძიების ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი, წამყვანი პროფესიონალი მაყურებლებს შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაუზიარებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ZEG-ზე დიდი ყურადღება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაეთმობა. ხოლო, ფესტივალის მხარდამჭერები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა თიბისი კონცეპტი, VISA და სხვა.