თბილისში, კერძოდ დედაენის ბაღში, სულ რამდენიმე თვეა ახალმა ობიექტმა - ზეგ ბარმა დაიწყო ოპერირება. გართობის მოყვარულებს ობიექტი - მუსიკას, სხვადასხვა ღონისძიებას, ამ ყველაფერთან ერთად კი უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს. Ზეგ ბარი თბილისში ჯერ ახალია თუმცა მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიქცია და ბარის ღონისძიებები მუდმივი დატვირთვით მიმდინარეობს. გეგმებიც ბევრია, თუმცა ჯერ არ ჩქარობენ და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებას აგრძელებენ.