საქართველოსი 2024 წლის 9 თვეში ზეითუნის ზეთის იმპორტი თანხაში 46.6%-ით გაიზარდა, მოცულობაში კი, თითქმის 22%-ით.
უფრო კონკრეტულად, საქართველომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 1.8 მლნ აშშ დოლარის 261.6 ტონა ზეითუნის ზეთი შეიძინა, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი, 2.7 მლნ აშშ დოლარის 319 ტონა.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა
- იტალია - $1.03 მლნ-ს 115.7 ტონა;
- თურქეთი - $601.2 ათასის 76.5 ტონა;
- საბერძნეთი - $350.8 ათასის 30.1 ტონა;
- ესპანეთი - $346.1 ათასის 28.4 ტონა;
- აზერბაიჯანი - $302.4 ათასის 57.4 ტონა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს მიმართულება ბიზნესისთვის აქტუალური იყო და რამდენიმე კომპანიაც შეიქმნა, წელს როგორც თანხაში, ასევე მოცულობაში ქართული წარმოების ზეითუნის ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 57 ათასი დოლარის 6.5 ტონა ზეთი გაყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.8 ათასის 2.7 ტონა. ერთადერთი საექსპორტო ქვეყანა სომხეთია.