უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზელენსკი და ერდოღანი 18 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზებს, უკრაინაში განვითარებულ უახლეს მოვლენებს, ასევე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.
ზელენსკის თურქეთში ვიზიტის პარალელურად, საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებასა და რუსეთ-აშშ-ის ფართო ურთიერთობების აღდგენას.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი ეძებს ცეცხლის შეწყვეტისთვის გზებს და სურს, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, ასევე იმუშაოს ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა.