მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი JPMorgan-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

63ea136b498d1
გიორგი თოლორდავა
13.02.23 15:05
648
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan-ის ხელმძღვანელობას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა უკრაინის აღდგენის სტრატეგიაზე და ფინანსური რესურსების მოზიდვის პერსპექტივაზე ისაუბრეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების პროცესში JPMorgan-ი საკვანძო როლს შეასრულებს, რადგან სწორედ მისი საშუალებით შეიქმნება სპეციალური სისტემა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს უკრაინაში თანხის დაბანდების საშუალებას მისცემს.

უკრაინაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ, დაინტერესებული ინვესტორები მიწებს და სამეწარმეო ლიცენზიებს გამარტივებული პროცედურით მიიღებენ. გარდა ამისა, მომავალში ისინი საგადასახადო შეღავათებით და მოქნილი საკანონმდებლო ჩარჩოთი ისარგებლებენ.

JPMorgan-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, უკრაინას ამერიკული ბანკის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

ზელენსკის თქმით, განსაკუთრებით პრიორიტეტული ქვეყანაში IT ინდუსტრიის განვითარებაა, რომელმაც ომის პერიოდში გასაოცარი მდგრადობა და სტაბილურობა აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები