ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ილონ მასკის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი ნაბიჯი უკრაინის პირველი პირის გადადგომა იქნება. როგორც ის ამბობს, "ზელენსკი უნდა წავიდეს".
მასკსა და ზელენსკის შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ თავს "მოტყუებულად" გრძნობს დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვთან დიზელის მიწოდების შეთანხმების გაფორმების გამო.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი საწვავის ფასების ზრდას რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინულ დარტყმებს უკავშირებს და ზელენსკის შეჩერებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მასკის მსგავსად, ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს და პოტენციურად ხელისუფლება შეიცვალოს.
უკრაინული მხარის განცხადებით, მწვავე რიტორიკის გარდა, ტრამპის პირადი დავალებით, შეზღუდვები დაწესდა SpaceX-ის კუთვნილ სატელიტურ სისტემა Starlink-ზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე კომუნიკაციისა და დრონების მართვისთვის იყენებენ.
თავის მხრივ, ილონ მასკმა SpaceX Starshield-ის სისტემის მუშაობის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადააბარა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ პრეზიდენტთან იყო დაკავშირებული და მის პირად სურვილს არ წარმოადგენს.
























