მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

სს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას, როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს, არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ პუტინის ქმედებების განმარტებას, გამართლებას. მან უამბო ნიკოლაევზე დარტყმის შესახებ, რომლის დროსაც კვლავ დაიღუპნენ უკრაინელები. განიხილეს და დაგმეს კიევსა და „ოხმატდეტზე“ 8 ივლისს განხორციელებული დარტყმაც. ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, არ დავუჯეროთ „ფეიკ ნიუსს“, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის მომგებიანი იყოს. და ნამდვილად, ასე ვიტყვით: დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე.

განხილულ იქნა დროის გარკვეული მონაკვეთი, თუ როდის უნდა შედგეს ეს შეხვედრა, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ამაზე უკვე იმუშავებენ გუნდები და შეათანხმებენ გრაფიკებს, დეტალებს, როდის იქნება ეს შესაძლებელი“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები