მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ მოლდოვასა და რუმინეთის გავლით უკრაინული მარცვლეულის ახალი დერეფანი დააანონსა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის შეხვდა. Ukrinform-ის ინფორმაციით, მხარეებმა მარცვლეულის ახალი დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრეს. 

„უკრაინა-რუმინეთი-მოლდოვას სამკუთხედში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძალიან ძლიერი საფუძველი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების, არამედ მთელი ევროპის განვითარებისთვის. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური განვითარება. მარცვლეულის დერეფანი უკრაინიდან მოლდოვასა და რუმინეთის გავლით მალე დაიწყებს მუშაობას. და ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენის გაკეთება შეგვიძლია ერთად, რაც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას, რუმინეთსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ბიზნესის, ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ადგილების განვითარებას. კერძოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა და რუმინეთი ერთად უკვე სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი დონორები არიან.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა შავი ზღვის და დუნაის რეგიონის ნებისმიერი ნაწილი არ გადააქციოს მკვდარ ზონად ნორმალური ნაოსნობისთვის. ამ შემთხვევაში მთავარია საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა პარტნიორებთან ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. როგორც ზოგადად ქვეყანაში, ასევე ოდესის რეგიონში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ამასთან, მისმა რუმინელმა კოლეგამ აღნიშნა, რომ რუმინეთი მზადაა, იმუშაოს პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე.

„ამ გზით ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკონომიკას, ისევე როგორც მოწყვლადი სახელმწიფოების გადაუდებელ საჭიროებებს. უკვე შეთანხმებულია რუმინეთის პორტების გავლით სატრანზიტო სიმძლავრის გაორმაგება ოთხ მილიონ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტამდე. დღეს უკრაინიდან მარცვლეულის მთლიანი ექსპორტის თითქმის 60% ტრანზიტი ხდება რუმინეთის გავლით. ფაქტობრივად, ომის დაწყებიდან 27 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა უკრაინიდან ჩვენს ქვეყანაზე გაიარა“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

ცნობისთვის: 3 ოქტომბერს პოლონეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დააჩქარონ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი პოლონეთის გავლით მესამე ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები