მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკის ინიციატივა - თანამდებობის პირებს უკანონოდ მოპოვებულ ქონებას ჩამოართმევენ

5cf64bd50a53d
მიხეილ ხაჩიძე
04.06.19 16:10
3195
უკრაინის პრეზიდენტის ახლი ინიციატივა - ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, თანამდებობის პირებს უკანონოდ მოპოვებული ქონება ჩამოართვას.

კანონპროექტი № 10358 უკრაინის პირველმა პირმა რადას უკვე წარუდგინა.

ახალი კანონპროექტი კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც ითვალისწინებს;

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ჩამორთმეული უკანონო აქტივები სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებით უკრაინაში 2015 წელს შემოიღეს, თუმცა საპრეზიდენტო არჩვენებამდე ერთი თვით ადრე უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მუხლი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები