უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი კიევში ჩავა რათა რუსეთთან ომის დასრულების მცდელობები აღდგეს.
"ახლახან შევხვდი გუნდს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ მათთან პრაქტიკულად 24/7 კომუნიკაციაში ვართ და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. სავარაუდო თარიღები უკვე დანიშნულია. ველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების ხილვას კიევში. მათ დაადასტურეს, რომ შეხვედრას მოსკოვში და კიდევ ერთ შეხვედრას კიევში გამართავენ. ველით, რომ ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ მზად ვართ, მათ უკრაინაში შევხვდეთ - სათანადოდ და არსებითად”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.




























