მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზემო სვანეთში საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის კვლევა ჩატარდება

5af2dce8c17fa
თამუნა დემეტრაშვილი
09.05.18 17:00
1121
ტურიზმის ადმინისტრაცია ზემო სვანეთში საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის კვლევის ჩატარებას გეგმავს. უწყებამ სამთო-საფეხმავლო ბილიკების კვლევის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 122 000 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. კვლევის საგანს 40-მდე საფეხმავლო მარშრუტი წარმოადგენს, რომლებიც მულახის, კალის, უშგულის, ბეჩოს, ეცერის, ლატალისა და იფარის თემის სოფლებს მოიცავს. გამარჯვებულმა კომპანიამ კვლევის ანგარიში ტურიზმის ადმინისტრაციას 2 ეტაპად უნდა წარუდგინოს: პირველი ეტაპი ზემო სვანეთში არსებული ზოგადი მდგომარეობისა და ტურისტული ნაკადების ანალიზს დაეთმობა, მეორე ეტაპზე კი უნდა დაადგინოს ოპტიმალური საფეხმავლო მარშრუტები, ამ მარშრუტებზე არსებული საინტერესო ობიექტების აღწერა და მონიშვნა. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, აუცილებელი პირობაა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და მარშრუტების დაგეგმვისას მათი რჩევების გათვალისწინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები