„ზერონსა“ და TRIDIUM-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამერიკული კომპანია „ნიაგარა ქსელის“ წარმომადგენელია, რომელიც შენობის მართვის ავტომატიზაციისა და BMS-ის მიმართულებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. პარტნიორობის მიზანი საქართველოში შენობის მართვის ავტომატიზაციისა და BMS-ის მიმართულებით, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა.
„ზერონი“ აქტიურად განაგრძობს სამშენებლო სექტორისთვის სიახლეების შეთავაზებას. სწორედ ასეთ, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროდუქტს ქმნის TRIDIUM-ი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დამკვეთებს შენობის მართვის ავტომატიზაციის მექანიზმები შევთავაზოთ“,- აცხადებს „ზერონის“ გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი დევდარიანი.
BMS თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც პროცესში საოპერაციო ხარჯებს ამცირებს. სერვისის მიზანია მოახდინოს შენობის ავტომატიზაცია და გახადოს მეტად მოქნილი და უსაფრთხო.
„ჩვენი ქსელის საშუალებით, „ზერონს“ შესაძლებლობა აქვს სრულად გამოიყენოს „ნიაგარას“ გამოცდილება და უახლესი ტექნიკური რესურსები, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, მართვისა და მონიტორინგის თუ გრაფიკული პროექტირების პერსპექტივები. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მომხმარებელზე მორგებულ თანამედროვე გადაწყვეტილებებს ვქმნით - შენობების BMS-ისა და ავტომატიზებული სისტემების მიმართულებით“, - აცხადებს ირექ პაკულა, „ტრიდიუმის“ გაყიდვების ქსელის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში.
TRIDIUM-თან პარტნიორობის პარალელურად, „ზერონი“ განაგრძობს საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციას საქართველოში ინოვაციური სერვისების დანერგვის მიზნით.