4 თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა. კომპანიაში ამბობენ, რომ მიუხედავად გლობალურად შემცირებული ფასებისა, განახლებულია პროდუქციის ექსპორტიც და მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებში ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზრდება. თუმცა ამ დრომდე გაჩერებულია დარგში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც დაბალ ფასებთან ერთად ძვირი ელექტროენერგიაა - რა ვითარებაა მრეწველობის სექტორში და რა გავლენას ახდენს სექტორზე ელექტროენერგიის ფასი?