მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია

BM.GE-ის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს.

bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს ფეროშენადნობი ქარხნისა და ჭიათურის მაღაროს 100%-იანი წილის მფლობელ მენეჯმენტ კომპანიას და კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ინფორმაცია თავდაპირველად "ბათუმელებმა" გაავრცელა. გამოცემის ცნობით, 30 ოქტომბერს, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ექნებოდათ ხელფასის 60% მიეღოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები