მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საამქროს თანამშრომელი დაიღუპა"

5aa62bd8b6d46
BM.GE
12.03.18 11:24
803
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს 55 წლის თანამშრომელი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.  ამის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია. საამქროს თანამშრომელი ჭერის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები