მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს - გზების დეპარტამენტი

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი

ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისათვის, სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია

"შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა.

ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი,"-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები