მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

5d566f9e0d95b
ელენე გოგბერაშვილი
16.08.19 12:53
1126
ზესტაფონში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ტრანსპორტის პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი დამსაქმებელი ჩინური კომპანიისგან ყოველდღიური ანაზღაურების ზრდას და სამუშაო დროის შემცირებას მოითხოვენ.

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა bm.ge-ს განუცხადა, ამ დროისთვის გაფიცულია 50 ადამიანი. ისინი სამუშაო ადგილებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ დამსაქმებელი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ლავრენტი ალანიას განმარტებით, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების დღიური ხელფასი 17,50 ლარია. 8 საათიანი სამუშაო დროის შემდეგ მოქმედებს ასევე ზეგანაკვეთური ანაზღაურების სქემა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დამსაქმებელმა თანამშრომლებს 12 საათიანი სამუშაო დრო შესთავაზა, რაც დასაქმებულებისთვის მიუღებელია.

ამ დროისთვის კომპანია ავტობანის წინასამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. ალანიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კომპანია გზებისა და გვირაბების მშენებლობის ნებართვას მიიღებს, დასაქმებულებს ჰპირდება, რომ მათი სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.

შედგება თუ არა შეთანხმება მხარეებს შორის, ამ ეტაპზე უცნობია. დასაქმებულების მოთხოვნები კომპანიას უკვე გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები