მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთი, კარტოფილი, წიწიბურა, ტელევიზორი, ატამი, ბენზინი - რა გაძვირდა/გაიაფდა აპრილში?

სუპერმარკეტი

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა - საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატი ინფლაციას 300-ზე მეტი საქონლის ფასების ყოველთვიური გამოკვლევით ადგენს.

საქსტატის ცხრილის მიხედვით, აპრილში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებულ საქონელს შორის სურსათი ჭარბობს. ხოლო გაძვირებულ საქონელს შორის არის საწვავი, რაც თავის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ჯგუფია.

2024 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი:

საქონელი

წლიური ცვლილება %

ხახვი -39%
ანტიბიოტიკები -36%
წიწიბურა -34%
კარტოფილი -30%
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -23%
ლიმონი -22%
ტელევიზორი -21%
მზესუმზირის ზეთი -21%
ბავშვის კოლგოტი -20%
ნათურა -19%

2024 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი:

საქონელი

წლიური ცვლილება %

ნიორი 110%
ვაშლი 69%
ატამი 68%
ქლიავი 59%
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება 58%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი 40%
ყურძენი 40%
მსხალი 34%
მღებავის მომსახურება 33%
ბენზინი 30%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები