მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთი “ოლეინა” ათ დღეში გაძვირდება - იმპორტიორი

606c6b5da1bde
ლიკა გურაბანიძე
07.04.21 00:00
6995

იმპორტიორი კომპანია “მზიური” დაახლოებით ათ დღეში ზეთ “ოლეინაზე” ფასის მატებას გეგმავს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა bm.ge-ს განუცხადა, ამ დრომდე მარაგებით ფასის შენარჩუნებას ახერხებდნენ, თუმცა ახლა ეს მარაგები იწურება და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ზეთზე ფასის დადგენაც ხელახლა მოუწევთ.

“მზესუმზირის ზეთზე მოსავალი წინა წლებთან შედარებით გლობალურად უარესდება. 2020 წლის ბოლოს მოსავალი გაუარესდა. მზესუმზირის კატასტროფულად დაბალი მოსავლიანობა იყო, როგორც რუსეთში ასევე უკრაინაში. ჯაჭვური რეაქციით ქართულ ბაზარზეც ფასის მატება მოხდა.

გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ზეთზე ფასი 100-110%-ით გაიზარდა. თუმცა იმ პერიოდში, ჩვენ რესურსების მობილიზება მოვახდინეთ და მარაგების გაკეთება შევძელით, ხოლო დღევანდელი ფასი სწორედ ამ მარაგების რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა დაახლობით 10 დღეში გაძვირებას ვგეგმავთ. უფრო კარგად რომ შევხედოთ, თუ ჩვენი ზეთის ოლეინას დახლზე გასაყიდი ფასი 3.85 იყო, ახლა 6.40 ლარი ღირს და 8 ლარამდე გაძვირებას ვაპირებთ. ცუდი მოსავლიანობის გარდა, ლოგისტიკაც პრობლემაა, რადგან ტრანსპორტირებაც დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. ეს ყველაფერი ჩვენზე მძიმედ აისახება.” - განმარტა რამიშვილმა.

ცნობისთვის, მარტში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მკვეთრად - 35.8%-ით ზეთის და ცხიმის ფასი გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები