მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზეთის იმპორტი გაძვირდა - სად ვყიდულობთ?

ზეთი

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ზეთის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მოცულობით შემცირდა, რაც პროდუქტის იმპორტის გაძვირებაზე მიუთითებს.

ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ $47.8 მილიონის ღირებულების 34 648 ტონა ზეთი შემოიტანა. მაშინ, როდესაც 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, იმპორტი $40.1 მლნ-ის ღირებულების 38 030 ტონა ზეთს შეადგენდა.

აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ ზეთის იმპორტი ღირებულებით 19%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში 9%-ით შემცირდა.

საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობას კვლავ რუსეთი ინარჩუნებს - 2025 წლის ათ თვეში, საქართველომ რუსეთიდან $38.6 მილიონის ღირებულების 28 277 ტონა ზეთი შეიძინა. მეორე ადგილზე უკრაინაა ($5.1 მლნ, 3 319 ტონა), ხოლო მესამე ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს ($1.5 მლნ, 1 552 ტონა). მომდევნო პოზიციებზე არიან: აზერბაიჯანი - $1.5 მლნ, 1 075 ტონა და უნგრეთი - $682 ათასი, 309 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები