გასული კვირის დასაწყისში მსოფლიოსა და საქართველოში “ზეთისხილის მსოფლიო დღე” აღინიშნა. უკვე მეექვსე წელია, 26 ნოემბერს ზეთისხილის კულტურის ქომაგნი და ამ მიმართულებით ბიზნესის მწარმოებელნი ერთად აღნიშნავენ ამ დღეს, რომლის დაფუძნება ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში ზეთის ხილის კულტურის განვითარების ინიციატორის გიორგი სვანიძის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ჩვენმა ჟურნალისტმა ვიქტორია მღებრიშვილმა “ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს” საპატიო პრეზიდენტს გიორგი სვანიძეს გადაცემა #რედაქტ2-ში უმასპინძლა.