26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება, საქართველოში ამ დღის აღნიშვნის დამკვიდრება და ამ კულტურის განვითარება ერთ კონკრეტულ კომპანიას და მის დამფუძნებელს, რომელიც ამავე დროს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის პრეზიდენტია.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქართველო 2019 წლიდან შეუერთდა, რომელიც თავის მხრივ ზეთისხილის მწარმოებელ 46 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 94%-ია.
საბჭოს 61-ე სხდომა და 118-ე პლენალური სესია ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნას უსწრებდა წინ და 22-23 ნოემბერს მადრიდში გაიმართა. ღონისძიებას ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან ესწრებოდნენ. ცხადია საქართველო საბჭოში დღევანდელმა ჩვენმა სტუმარმა წარადგინა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.
სტუმარი: გიორგი სვანიძე - „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი;