მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზეთისხილი მსოფლიოში 33%-ით გაძვირდა, საქართველოში ფასს ჯერჯერობით ვინარჩუნებთ” - გიორგი სვანიძე

62ece341951c4
ნინი ლონგურაშვილი
06.08.22 14:24
1488
კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, წელს ზეთისხილის კარგი მოსავალია, ამიტომ შარშანდელთან შედარებით 100%-ით მეტი ზეთისხილის აღებას და გადამუშავებას აპირებს.

“ქართული ზეთისხილის” დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში წარმოებულ ზეთისხილის ზეთის 70%-ს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 30%-ს უცხოეთში ყიდის. პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში გადის.

ბიზნესმენი პროგნოზირებს, რომ საექსპორტო საქონელზე ფასების მომატება მოუწევთ, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ზეთისხილის ღირებულება თითქმის იგივე ნიშნულზე შენარჩუნდება.

“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზეთისხილის ღირებულება 33%-ით არის გაზრდილი, ძირითადად 30%-დან 35%-მდე მერყეობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ზეთისხილის და ზეთისხილის ზეთის ფასები შევინარჩუნოთ, მაქსიმუმ შესაძლებელია 5%-7%-ით მოხდეს პროდუქტის გაძვირება, თუმცა ეს ვარაუდია. ჯერჯერობით ფასის შენარჩუნების საშუალებას ადგილობრივი წარმოება გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ადგილობრივ ბაზარზე ფასები თითქმის იგივე იქნება, თუმცა საექსპორტოდ პროდუქტის ღირებულების გაზრდა მოგვიწევს", - ამბობს გიორგი სვანიძე, კომპანია “ქართული ზეთისხილის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები