მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთზე გაზრდილი ფასი შესაძლოა მოხმარების შემცირებაში აისახოს - იმპორტიორი

607c4dfa6f42c
ლიკა გურაბანიძე
18.04.21 19:00
1046
კომპანია “ვესტ ინვესტში”, რომელიც ქვეყანაში ზეთ “დივნოეს” იმპორტს ახორციელებს, აღნიშნავენ, რომ 2020 წელს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამ მათზე დიდი გავლენა იქონია, რაც გასაყიდი ზეთის ფასის მატებაზე აისახა. კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგიჩაშვილმა BMG-ისთან საუბარში აღნიშნა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გარდა, ფასის ზრდა რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის ცუდმა მოსავლიანობამაც გამოიწვია. 

“პანდემიის პერიოდში ჩვენ ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან ფორვარდული გარიგება გვქონდა დადებული, რის ფარგლებშიც 5-6 თვის განმავლობაში ზეთზე ძველი ფასის შენარჩუნება შევძელით. გარკვეული პერიოდის გასვლის და კონტაქტის ვადი ამოწურვის შემდეგ ფასების ზრდა მოხდა.

ჩვენს ზეთზე ფასი გაიზარდა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, გაზრდილი ფასები შესაძლოა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებაზე აისახოს. სამომავლოდ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ფასების ზრდაზე დამატებით პროგნოზების გაკეთება მიჭირს. 

შემოდგომიდან  რუსეთში და უკრაინაში ახალ მოსავალს ელოდებიან და 2020 წელთან შედარებით უფრო მაღალი იქნება. ვცდილობთ, რომ დივერსიფიცირებული პორტფელი გვქონდეს და ზეთი მომხმარებლებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასში შევთავაზოთ.” - აღნიშნა გოგიჩაშვილმა. 

ცნობისთვის: მზესუმზირის ზეთის ფასი 2008 წლის შემდგომ ისტორიულ მაქსიმუმზეა. ფასების ზრდა 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში – რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია. ამჟამად ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საერთაშორისო ფასი 1 653 დოლარს შეადგენს, რაც 2020 წლის სექტემბერში არსებულ ფასთან შედარებით 465 დოლარით მეტია. 

2020 წელს უკრაინაში მზესუმზირის მოსავალი 2019 წელს არსებული 16.5 მილიონი ტონიდან 12 მილიონ ტონამდე შემცირდა. რუსეთში კი მზესუმზირის მოსავლის მოცულობა 2019 წელს არსებული 15.4 მილიონი ტონიდან 2020 წელს 13 მილიონ ტონამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები