მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზღვარი ანტიმონოპოლიურ რეგულირებასა და კონკურენციის შეზღუდვას შორის ძალიან გაუმჭვირვალეა"

5b6318923077c
BM.GE
02.08.18 18:42
602
„ანტიდემპინგური კანონმდებლობა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა. მისი თქმით, საკითხზე დისკუსია კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ეს „საკმაოდ მძიმე საკითხია“.

„ზღვარი ანტიმონოპოლიურ რეგულირებასა და კონკურენციის შეზღუდვას შორის ძალიან გაუმჭვირვალეა. ისეთი რეგულირება უნდა მივიღოთ, რომ სასათბურე პირობები არ შეიქმნას ბიზნესისთვის.

ზოგადად, ჩემი პოზიციაა, რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად კონკურენტული იყოს. ხელოვნურად არ ვაპირებთ სასათბურე პირობების მოწყობას. იქ სადაც გვექნება საშიშროება ბოროტმოქმედი ძალების მხრიდან რომ შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე და დაარტყან ჩვენს მწარმოებლებს დემპინგური ფასებით, - ჩვენ მივიღებთ ზომებს“, - ამბობს ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები