მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზღვის უბანში, 4 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყო

5e1d87eba4a0d
BM.GE
14.01.20 20:20
634
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო.

რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე, ბავშვებს კი გასართობი ადგილი არ ჰქონდათ. საპარკე ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. ტერიტორია სამ ფუნქციურ ზონად დავყავით: მოვაწყეთ სკვერი, სპორტული მოედნები და ასევე, პარკინგი, რომელიც მოსახლეობით მოთხოვნით, შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროექტები - გვექნება ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები