მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟენევის ფორმატის ალტერნატივად ასტანა და ნაირობი განიხილება - დე ფაქტო მთავრობა

ჟენევა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინ კოჩიევის განცხადებით, ჟენევის ფორმატის ალტერნატივად ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა და კენიის დედაქალაქი ნაირობი განიხილება.

"ისეთი ქალაქები განიხილება, რომლებიც გაეროს ეგიდით, სამუშაო ცენტრებს წარმოადგენს, საუბარია ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა ასტანა და ნაირობი. მინსკი კარგი იქნებოდა, თუმცა ის გაეროს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს", - განაცხადა მან.

როგორც კონსტანტინ კოჩიევმა აღნიშნა, ჟენევის ფორმატის ცვლილება აუცილებელია, რადგან შვეიცარია ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა.

"ჩვენ არ შეგვიძლია შვეიცარიაში ჩასვლა მოსკოვიდან რეგულარული ფრენებით. ბევრი პრობლემაა, ავიაფრენები არ არის, მესამე ქვეყნის გავლით გვიწევს ჩასვლა. რა თქმა უნდა, გვინდა, უფრო მოსახერხებელი ადგილი ვიპოვოთ", - განაცხადა კოჩაევმა.

ჟენევის მოლაპარაკებების გადატანას დე ფაქტო მთავრობები და რუსეთი რამდენიმე თვეა ითხოვენ. ეს საკითხი მათ ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზეც დააყენეს, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმებას ამჯერადაც ვერ მიაღწიეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჟენევის ფორმატი ჟენევაში დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები