მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი დასრულდა - შედეგები

გაერო ჟენევა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) მე-60 რაუნდი, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართა მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.

გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მიუხედავად გამოწვევებით სავსე რეგიონული და პოლიტიკური ვითარებისა, მონაწილე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც ერთადერთი პლატფორმის მიმართ, რომელიც კონფლიქტის შედეგები 2008 წლიდან განიხილება.

“2023 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო რაუნდის შემდეგ, მონაწილეებმა ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ის “შედარებით სტაბილურად” შეაფასეს. მოხდა აზრთა ფართო და არსებითი გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითადი საკითხების შემდგომი გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობაზე. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის”, - ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს ვერ მოხერხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხის განხილვა, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ მოლაპარაკებები დატოვა.

GID-ის შემდეგი რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისაა ჩანიშნული. ცნობისთვის, წელიწადში ჟენევის მოლაპარაკებები 4 რაუნდი ტარდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, , ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები