მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს - გაეცანით ლუიზა ჩალათაშვილის გზას იურისტობიდან ფოტოგრაფობამდე

ჟინი
06.10.25 11:38
613
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.

ამ მიზნით კი ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით დაეუფლოს. პროფესიის შეცვლა და ახალი გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას მოითხოვსსწორედ ასეთი ნაბიჯის შესახებ მოგვითხრობს ლუიზა ჩალათაშვილის ისტორია.

იურისტის საქმიანობა, საჯარო სამსახური და პროფესიული სტაბილურობა დღისით, ფოტოგრაფია და შემოქმედებითი თავისუფლება – საღამოობით. ასე ცხოვრობდა ლუიზა ჩალათაშვილი წლების განმავლობაში, სანამ ერთ დღესაც არ გადაწყვიტა, ორი პარალელური ცხოვრებიდან ერთი აერჩია.

ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდაახლა ფოტოგრაფი ვარ, თუმცა სულ სხვა პროფესიული წარსული მაქვს. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის გზა, რისი გავლაც მსურდა. ამ დროს ის მომენტი გავიხსენე, როცა კამერა პირველად აღმოჩნდა ჩემ ხელში”, – გვიყვება ლუიზა.

იურისტად მუშაობა სტაბილური, პრესტიჟული, კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა. მიუხედავად ამისა, ლუიზამ გადაწყვიტა, რომ მისთვის მთავარი იყო ეკეთებინა ის, რაც სიხარულს ანიჭებდა.

ის ნაბიჯიც ჟინმა გადამადგმევინა, ჩემი ჰობი პროფესიად მექცია და იურისტის კარიერას დავმშვიდობებოდი. რაც დრო გადის მეტად მაქვს განცდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე”, - გვიზიარებს ლუიზა.

იხსენებს, რომ ფოტოგრაფიაში გადასვლა მარტივი არ ყოფილა. ახალი გამოწვევები, ახალი პასუხისმგებლობები, კონკურენცია და ეჭვები – ეს ყველაფერი მისი კარიერული ცვლილების თანმდევი იყო.

როდესაც ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიულად იწყებ საქმიანობას, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა გაქვს და საკუთარ თავსაც მეტს სთხოვ, მაგრამ ეს სირთულე არაა, პირიქითგანვითარების შესაძლებლობაა”, - განმარტავს ლუიზა.

მისი ხელწერა ფოტოგრაფიაში განსაკუთრებულია. ის არ ცდილობს ბუნებრივი სილამაზის ხელოვნურად “გაუმჯობესებას” და სწორედ ამით ახერხებს რეალური კადრების დაჭერას.

ფოტოებს ძირითადად ბუნებრივ განათებაში ვიღებ, მინიმალური ჩარევით. კარგად თუ დააკვირდებით, ჩვენ გარშემო ყველაფერი იმაზე შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს”, - ამბობს ის.

ლუიზას ისტორია გვახსენებს, რომ პროფესიული ცვლილება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საჭიროა გამბედაობის მოკრება და პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ცხოვრებაში არაფერია დაგვიანებული, ახლის ძიება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუ ფოკუსს გაასწორებ და შენ სურვილებს გულისყურით მოუსმენ, ჟინი აუცილებლად გიჩვენებს გზას, რომელიც შენია”, - ამბობს ლუიზა.

რა თქმა უნდა, პროფესიის შეცვლა ადვილი არ არის. ეს გამბედაობის გარდა, ხშირად სხვადასხვა პასუხისმგებლობებსაც მოითხოვს. მაგრამ ეს შედეგი ღირს რისკად.

შეიძლება პირველი ნაბიჯი რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ ხვდები, შესაძლებლობები უსაზღვროა”, - ამბობს ლუიზა.

ლუიზას მსგავსად, შენც შეგიძლია გადადგა ეს ნაბიჯი.

15 ოქტომბრამდე შეავსე აპლიკაცია, მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და დაეუფლე ახალ პროფესიას სასურველ პროფესიულ სასწავლებელში. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები