მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა - აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა

მეწყერი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

როგორც უწყება იტყობინება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი. აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები