მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია - დეპარტამენტი

შატილი

განახლება: 17 ივლისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

სოფელ გიორგიწმინდასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის 96-ე კილომეტრზე (გიორგიწმინდის მიმდებარედ) ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც გზა პრაქტიკულად გაუვალი გახადა.

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ადგილზე მუშაობენ გზის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები. მათი განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და გზის სრულად აღდგენა წვიმის ინტენსივობის მიხედვით უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები