ჟირაფი ჟოზე მალე Roblox-ის პლატფორმაზე გამოჩნდება. ეს არის "ჟირაფი ჟოზეს" და MetaViu-ს კოლაბორიაციული პროექტი, რომელიც MetaViu-ს ინფორმაციით, ჟოზეს აუდიტორიისთვის და საქართველოს ბაზრისთვის სიახლე იქნება.
MetaViu-ს ცნობით, ჟოზეს 3D სამყაროში იქნება 3-დან 5 წლამდე და 5-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც ბავშვები ჟოზესთან ერთად ფერებს, ფორმებს, ციფრებს შეისწავლიან და ასევე კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის და სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარებს გამოიმუშავებენ.
"პროგრამა შედგენილია განათლების სპეციალისტთან ერთად საერთაშორისო გაიდლაინების დაცვით. ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სერტიფიკატები, მშობლებისთვის კი პირადი კაბინეტი, სადაც შეძლებენ თვალი ადევნონ შვილების პროგრესს.
საგანმანათლებლო ნაწილთან ერთად ჟოზეს სამყაროში იქნება გასართობი თამაშებიც, სადაც ბავშვები ერთად იცეკვებენ, იმღერებენ და შეეჯიბრებიან სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში.
პროდუქტის პირველადი ვერსია უკვე მზად არის. დასაწყისში პატარებს საგანმანათლებლო მინი თამაშების თამაში შეეძლებათ, ამისთვის კი მშობლები სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საიტზე უნდა დარეგისტრირდნენ - https://www.metaviu.io/ka/joze
პროექტზე კიდევ ბერვია სათქმელი, თუ დაინტერესდებდით და ფიქრობთ რომ თქვენს აუდიტორიას ამ სიახლის შესახებ უამბობთ, დიდი საიოვნებით მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.
ჟოზე უნიკალური ანიმაციური პერსონაჟია, უყვარს ყველას და განსაკუთრებული, დადებითი ზეგავლენა აქვს აუდიტორიაზე. ჟოზეს სუპერძალა ბავშვებისთვსი გასართობი და საგანმანათლებლო თამაშების შექმნაში ჩავდეთ და ვფიქრობთ, რომ ჟოზეს მიმართ ბავშვების სიყვარულს დადებით გასაქანს ვაძლევთ", - წერია MetaViu-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ MetaViu ქართულ-ამერიკული სტარტაპია, რომელიც ოფიციალურად ამერიკაშია დაფუძნებული და გეიმინგის, გასართობ და საგანმანათლებლო ინდუსტრიებს აერთიანებს.