მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზიმბაბვე საკუთარი "აშშ დოლარის" გამოშვებას იწყებს

572cab50b1f13
BM.GE
06.05.16 18:31
3611
ზიმბებვეს ცენტრალური ბანკი აშშ დოლარის ნაღდი ფულის დეფიციტის გამო, საკუთარ ბანკნოტებს გამოუშვებს, რომელიც აშშ ვალუტის ნომინალური ღირებულების ექვივალენტური იქნება. ბანკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაიცემა ე.წ. ზიმბაბვეს ობლიგაციები (Zimbabwe Bond Notes), რომლებიც ექვივალენტური იქნება 2, 5, 10 და 20 დოლართან.
 
როგორც ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა "დოლარის" ექვივალენტების გამოცემა უახლოესი ორი თვის განმავლობაშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე მარეგულირებელი ბანკნოტის დიზაინზე მუშაობს. ასევე აშშ დოლარის ნაღდი ფულის დეფიციტის დასამარცხებლად საექსპორტო შეზღუდვები დააწესეს, რომელიც არა უმეტეს 1 000 დოლარს ან 1 000 ევროს გულისხმობს. ქვეყანაში ბანკომატებიდან ვალუტის აღებაზეც მსგავსი შეზღუდვები დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეში 2009 წლიდან ჰიპერინფლაციაა. ინფლაციურმა პროცესებმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ზიმბაბვეს ფულის დაბეჭვდაში დახმარებას ამერიკაც უწევდა. 

ზიმბაბვე მულტისავალუტო სისტემაზე 2009 წლის ეროვნული ვალუტის დევალვაციის შემდეგ გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები