მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი” ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს

„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი” ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
30.05.25 15:11
317

ზიონმა შვეიცარიულ კომპანიაშინდლერთანსტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. გამორჩეული პროექტი, მდებარეობით, არქიტექტურითა და ტექნიკური მახასიათებლებით, კიდევ ერთი პარამეტრით გახდა განსაკუთრებული და სწორედ ზიონი კრწანისში საელჩოებთან პროექტისთვის შვეიცარიული კომპანიაშინდლერილიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს, რომლებიც კომპლექსის არქიტექტურასა და საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული.

პარტნიორობის მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი კომპანიების წარმომადგენლებმაზიონისოფისში მოაწერეს, „ზიონისმომავალი პროექტებიცშინდლერის" უახლესი თაობის მოძრავი სისტემებით აღიჭურვება, რაც კომპანიის სტრატეგიასთან ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

Schindler 150-წლიანი ისტორიის მქონე შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აღიარებული ლიდერია ლიფტების, ესკალატორებისა და მოძრავი ბილიკების წარმოების მიმართულებით. კომპანიის მთავარ მისიას ურბანული გარემოს იმგვარად მოდიფიცირება წარმოადგენს, სადაც გადაადგილება სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

მოხარულები ვართ, რომ ამგვარ უნიკალური ხასიათის პროექტში, საკუთარი წვლილის შეტანა შეგვიძლია. ჩვენთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ტექნოლოგიური პარტნიორის სტატუსით ჩავერთოთ აღნიშნულ პროექტში, ასევე ხელი შევუწყოთ პროექტის ფუნდამენტური ღირებულებების სათანადოდ რეალიზებას, რომლის ძირითად ორიენტირსაც, მობინადრეთათვის განსხვავავებული და მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა წარმოადგენს“. - რიკარდო მესკინი, „შინდლერისევროკავშირის სამხრეთ რეგიონის ექსპორტის ხელმძღვანელი.

Zion Krtsanisi Embassies პროექტისთვის ექსკლუზიურად დამზადდება ათი ლიფტი. თითო ბლოკზე გათვალისწინებულია ორი ლიფტის განთავსება, რაც უზრუნველყოფს მობინადრეების კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

„ზიონი 21-ე საუკუნის საცხოვრებლის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, ზიონის დნმ-ში არსებული თითოეული კომპონენტი, ჩვენს მობინადრეებს, სულ სხვა ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ მაღალი რეპუტაციის მქონე შვეიცარიულ კომპანიაშინდლერთანსტრატეგიულ პარტნიორობას, რომელთანაც ხედვისა და ფასეულობების სრული თანხვედრა გვაქვს, განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ამგვარი ტიპის კოლაბორაცია, ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი დასტურია,“- განაცხადაზიონისაღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ჩაჩუამ.

ზიონისმოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა გამოარჩევს. კომპანია მიზნად ისახავს, ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული საშუალებები, რომლებიც მათი ყოველდღიურობის გამარტივებას მოემსახურება, მეტად ხელმისაწვდომი გახადოს.

ზიონისმთავარი პარტნიორები არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები ორმოცწლიანი გამოცდილებით, Tsur Group, Binyamin Invest და Shoval Investment, ვისთან ერთადაც ექვს მიმდინარე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მათ შორის ZION Krtsanisi Embassies, ZION Melikishvili, ZION Villas წავკისში და სხვადასხვა დეველოპერული პროექტი დედაქალაქის მიმდებარედ და რეგიონებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები