მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოდი" ზარალს ითვლის - კომპანიის დამფუძნებელი

5ebd514e73155
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 09:00
2469
„საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ბოლომდე არ ვიცით. მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, - ამის შესახებ BM.GE-ს სარემონტო მასალების მწარმოებელი და რეალიზატორი კომპანია „ზოდის“ დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ განუცხადა.
როგორც ის bm.ge-სთან განმარტავს, ეს არის მხოლოდ ფინანსური სახის ზარალი.

თუმცა, მისი შეფასებით, აქ საუბარია ასევე კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზეც.

„აქ ორი მხარე იკვეთება ფინანსური ზარალი და ჩვენი იმიჯი. რადგან ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან გვქონდა კონსიგნაციაზე საუბარი. ახლა 2 თვე გავუჩერეთ და ვერ გადავუხადეთ თანხა. ესეც ზარალად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბრენდი ვართ და ჩვენს სახელზე ეს მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მეგობრები გვყავს, რომლებიც გვენდობიან და იციან, რომ ეს მსოფლიოში არსებული ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ნაბიჯი უკან, გარდა ფინანსური ზარალისა“, - განმარტავს ზაურ გაბაიძე.

მისი თქმით, კომპანიას აქვს სამი ძირითადი ხარჯი, რომლებმაც კომპანია ამ პერიოდში წაგებაში წაიყვანა.

„რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ამ მხრივ საკმაოდ დიდ რიცხვებს ველით, ჯერ ბოლომდე დათვლილი არ გვაქვს და ვნახოთ, როგორ იქნება. ჩვენ გვაქვს ბანკის სესხები, რომელიც გადაგვივადა ბანკმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გვეპატია. ეს პროცენტები გადასახდელია.

მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის განმავლობაში არ გვიმუშავია, ჩვენ გავეცით ხელფასები ჩვენს თანამშრომლებზე, შესაძლოა სრულად არა, მაგრამ ნულოვანი შემოსავლების პირობებში ჩვენ მოვახერხეთ მათი ანაზღაურების გაცემა.
გარდა ამისა გვაქვს ასევე ზოგიერთ ლოკაციაზე ფართის ქირები, რომელიც რიგ შემთხვევაში გაგვინახევრდა, მაგრამ მაინც ხარჯად დააწვა კომპანიას.

კომპანიას აქვს სამი ძირითადი ხარჯი: ბანკის, ხელფასები და ქირები, სამივეს გაცემა მოგვიწია ჩვენი კომპანიის ხარჯებით, შემოსავლის არ არსებობის პერიოდში. შესაბამისად წავედით წაგებაში“, - განაცხადა „ზოდის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები