ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6000 აბიტურიენტია.
"ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებს 4 ვარიანტად შევთავაზეთ. თითოეული ვარიანტი ჩვენი აბიტურიენტებისთვის საშუალო სირთულის აღმოჩნდა. ვარიანტების სირთულეებს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტიბეთან საუბრისას. მისივე თქმით, აბიტურიებტებს გამოცდების შედეგების ნახვა Naec.ge-ზე შეუძლიათ.

























