ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობა რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ძველი მოდელით გაგრძელებულიყო მართვა, „ვინ სად აღმოჩნდებოდა, ღმერთმა იცის“.
"ვერცერთი ბიზნესმენი დღეს ვერ იტყვის რომ თქვენს საკუთრებას ვინმე ეხება, მოდი ვიყოთ გულწრფელი, ესე რომ გაგარძელებულიყო და 2012 წელი არა ქართული ოცნების, არამედ მათი გამარჯვებით დასრულებულიყო, თქვენც ხომ კარგად იცით რაც მოხდებოდა. თუმცა ზოგიერთ ბიზნესმენს ისევ აქვს ნოსტალგიები, ისევ უკან იყურება, განსაკუთრებით კარგ პირობებში ვინც იყვნენ ისინი. იგივე მართვის მოდელი რომ გაგარძელებულიყო, სად იქნებოდა თითოეული თქვენგანი? შიდა გუნდში წავიდოდა ომი, ახლობელი და შორებელი, ვისაც ძალა დარჩებოდა შიდა კვოტების გადანაწილება გაგრძელდებოდა, ვინ სად აღმოჩნდებოდა ღმერთმა იცის. იმ მოდელით მართული ეკონომიკა, ხელფასებს რომ ვერ გასცემდა საჯარო მოხელეებზე და პენსიებსაც ვერ დაარიგებდა, ეს რთული საანალიზოა ბიზნესისთვის? ამიტომაც მაქვს კითხვა პირველად თქვენთან - აკეთებთ განმარტებებს საკუთარ გუნდთან და თანამშრომლებთან? გაქვთ ის განცდა, რომ ეს არის გაცილებით უკეთესი? და თუ ეს განცდა გაქვთ აკეთებთ შესატყვის მოძრაოებებს? თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავში ჩაიხედეთ. ბიზნესმენები რა დღეში იყავით ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ყველანი ვახერხებდით და ეს სირცხვილი არ იყო, რომ რაღაც ხაზი მოგვეძებნა ვინმესთან, დღეს ასეთი ხაზები მოიძებნება მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობა ვაიძულოთ ლობირება გაგიკეთოთ სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. არ იფიქროთ რომ დღეს თქვენს საკრიტიკოდ მოვედით, ბიზნესი თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

























