"ზოგიერთ ქვეყანაში შეგიძლიათ ქუჩაში მწვანილი მობილური აპლიკაციით იყიდოთ’’, - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, მურთაზ კიკორიას უცხოური გამოცდილება ქართული საბანკო სექტორისთვის საგადასახადო სფეროში არსებულ ერთ-ერთი გამოწვევის მაგალითად მოჰყავს. კიკორიამ ფორუმზე "მომავლის ბანკი" განაცხადა, რომ ქართულ საფინანსო სექტორში ნაღდი ანგარიშსწორების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად ტექნოლოგიური ცვლილებები გარდაუვალია.
"სფერო, სადაც ჩემი აზრით, მოსალოდნელი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება საგადახდო სფეროს. მგონია, რომ ანგარიშსწორების სფეროშიც დიდი ცვლილებები და გარღვევები გველის. სამწუხაროდ, ჩვენთან ნაღდი ანგარიშსწორების მაჩვენებელი ძალიან, ძალიან მაღალია. მაგალითისთვის, თუ შეადრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი - ნახავთ, რომ ტექნოლოგიებმა უზრუნველყვეს სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებები ანგარიშსწორებაში და ზოგიერთ ქვეყანაში შეგიძლიათ ქუჩაში მწვანილი მობილური აპლიკაციით იყიდოთ. ეს არის ჩემი მიმართვა ამ სფეროში მოღვაწეებისთვის, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები’’-აცხადებს მურთაზ კიკორია.