„ზოგიერთ შემთხვევაში ბანკები ეკონომიკის მუხრუჭია, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით”,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"საქართველოში უნდა მოიხსნას ეკონომიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი, რა სახისაც იდენტიფიცირებული იქნება. ჩვენი ძირითადი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, არამედ მათ შორის უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც, ეს ქვეყანა უნდა გადავაქციოთ გამოწვევების ქვეყნიდან, შესაძლებლობების ქვეყნამდე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველას კარგად გვესმის, რომ დამწყები კომპანიებისთვის კაპიტალზე წვდომა არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა მათი განვითარებისთვის, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, უნდა მოვაგვაროთ.
ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში არის, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში პირიქით არის საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის განვითარების. აქ ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება საუბარი. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის კომპონენტში ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროა უფრო მეტი ყურადღება განსაკუთრებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით“,- აცხადებს გახარია.

























