ზოგიერთ უნივერსიტეტს ქონება არა სარგებლობის, არამედ საკუთრების უფლებით აქვს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რაც მოქმედ კანონმდებლობას ეწინაარმდეგება, - ამის შესახებ საუბარია განათლების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის დოკუმენტში. აუდიტის სამსახურში ამ ფაქტს, უმაღლესი სასწავლებლების სამართლებრივი ფორმების ცვლილებით ხსნიან, რომელსაც რამდნიმე წლის წინ ჰქონდა ადგილი, თუმცა მიაჩნიათ, რომ არსებული ვითარება რისკის მატარებელია.
,,2011-2013 წლებში მიღებული შესაბამისი დადგენილებების შედეგად, 29 უნივერსიტეტემა განიცადა სამართლებრივი ფორმის ცვლილება. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან, რეორგანიზაციის შედეგად, გარდაიქმნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, ხოლო შემდგომ, ხელახლა შეიცვალეს სამართლებრივი ფორმა და კვლავ დაუბრუნდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს. ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მოცემული პირების უფლებაუნარიანობის მოცულობის ზრდის რისკის მატარებელია და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ შეზღუდულ, სპეციალურ უფლებაუნარიანობასთან", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
უწყებაში მიაჩნიათ, რომ ასეთი მდგომარეობა, სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოს, აღნიშნული ქონების მოძრაობაზე კონტროლს ასუსტებს და აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების გადაწყვეტილებები, ამ ნაწილში შესაძლოა გასცდეს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

























