მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგიერთი კომპანია სარეკლამო SMS-ებს კვლავ აგზავნის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

SMS

ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იტყობინება.

სამსახურის ცნობით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა მოქალაქემ მომართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

"გარდა ამისა, სამსახურმა შეაფასა სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი მომართვების შინაარსიდან გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციები. აღნიშნულის საფუძველზე, განცხადებებში მითითებულ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების პარალელურად, სამსახურმა დაიწყო მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემების დამმუშავებელი სხვადასხვა პროფილის (საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის სფერო) ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესების შესწავლა", - იტყობინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

აღსანიშნავია, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1-ელი მარტიდან მოქმედებს. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები