მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზოგიერთი საქორწილო კაბა, რომელიც 2020 წელს დაიჯავშნა, კვლავ მის მფლობელს ელოდება” - “ვაით რუმ თბილისი"

620a6b9a48acd
ლიკა გურაბანიძე
15.02.22 00:00
1481
საქორწილო კაბების ბიზნესი ერთ-ერთია, რომელიც 2020 წლიდან საგრძნობლად დაზარალდა.

როგორც bm.ge-ს “ვაით რუმ თბილისის” დამფუძნებელმა მარიამ ზენდერმა განუმარტა, სწორედ ბოლო ორი წელია, მათ ბიზნესში ტენდენციები შეცვლილია. თუ პანდემიამდე მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა პომპეზურ საქორწილო კაბებზე იყო, ახლა შედარებით სადა, მინიმალისტურ მოდელებზე გაჩნდა.

კომპანიის დამფუძნებლის თქმითვე, ქვეყანაში ტურიზმის გაქრობამ და შემდგომ მისმა რთულად აღდგენის პროცესმა კომპანია დამატებით დააზარალა, რადგან ეს ბიზნესი მეტწილად ტურისტებზე იყო დამოკიდებული.

“ჩვენ 2021 წლის ზაფხულამდე მაღაზია ტურისტულად აქტიურ ადგილზე ძველ თბილისში გვქონდა, თუმცა შემდგომ ვაკეში გადმოვინაცვლეთ, რადგან რეალურად ქვეყანაში ტურისტი აღარაა, ამან კი ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად, ძველი ფართი დავცალეთ.

ამ დრომდე ტურისტები ბევრი ქვეყნიდან გვსტუმრობდნენ. ზოგიერთი საქორწილო კაბა, რომელიც 2020 წელს დაიჯავშნა, კვლავ მის მფლობელს ელოდება რადგან, ასეთი მომხმარებლები რეგულაციების სრულად მოხსნას ელოდებიან", - აღნიშნა ზენდერმა.

კომპანიამ გასულ ორ წელში საფასო პოლიტიკაც შეცვალა, იმის გამო, რომ მომხმარებლები შეენარჩუნებინათ, კაბებზე ფასები შეამცირეს. თუ კომპანიაში კაბის ფასი 2020 წელს საშუალოდ 500-დან 1500-ლარამდე მერყეობდა, ახლა ფასი 500-დან 800 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები