მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგმა კლინიკამ  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის შეჩერებაზე მოგვმართა - AACI

არჩილ მორჩილაძე

კლინიკების დიდი ნაწილი საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება. ჰოსპიტალურმა სექტორმა უკვე გააფორმა ხელშეკრულებები აკრედიტაციის გამცემ კომპანიებთან, თუმცა არის საკითხები, რომელიც აღნიშნულ პროცესში გამოწვევად სახელდება.

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) ვიცეპრეზიდენტი, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ მათი კომისია საქართველოს მასშტაბით 50-მდე კლინიკას ემსახურება. მისი თქმით, ნაწილმა აკრედიტაციის მოპოვება უკვე შეძლო, ნაწილი კი შემოწმების პროცესისთვის ემზადება.

მორჩილაძე აცხადებს, რომ არიან კლინიკები, რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესის ბოლომდე მიყვანაზე, რადგან შეფასების პროცესში აღმოაჩინეს, რომ სტანდარტებზე მორგება გაუჭირდებოდათ. მორჩილაძის თქმით, მიუხედავად მსგავსი შემთხვევებისა დადგენილი ვადების გახანგრძლივება მიზანშეწონილი არ არის.

“პროცესები გასული წლის ბოლოს დავიწყეთ. რამდენიმე კლინიკამ უკვე აიღო ამერიკის აკრედიტაციის კომისიის აკრედიტაცია. ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესი, თითქმის ყველა კლინიკაში ჩავატარეთ წინასწარ შეფასება. შედეგად, ზოგიერთი კლინიკის შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი არ არიან მზად და იქ შეჩერდება აკრედიტაცია, მათ წერილობითაც მოგვმართეს. ზოგან ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ზოგან მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ ვერ დაძლევენ ამ სტანდარტებს.

ესეც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეფასება ზუსტად ანახვებს კლინიკას, მას შეუძლია თუ არა მიიღონ ამერიკული აკრედიტაცია, თუმცა 5-6 კლინიკაში ძირითადი შეფასება უკვე ჩატარდა, 3-მა კლინიკამ, ფაქტობრივად, 70%-იანი ზღვარი დაძლია და ისინი უახლოეს პერიოდში მიიღებენ აკრედიტაციას. არის კლინიკა, რომელიც არის ზღვარზე და ორი თვის შემდეგ ჩავატარებთ მონიტორინგს და მათ გამოსწორებისთვის დრო ექნებათ,”- ამბობს ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მორჩილაძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები