"ზომას" ბრენდის სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელმა კომპანია "კლინტექმა“ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა პანსიონატებს სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.
ამის შესახებ BMG-ის კომპაანიიდან აცნობეს.
„ჩვენი სასაჩუქრე ნაკრები გადანაწილდა ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა პანსიონატებში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და მზრუნველობა. ეს ქველმოქმედება გაგზავნილია ამავდროულად თქვენი სახელით, როგორც ჩვენი ღირებული და პატივსაცემი პარტნიორებისა, რომელთა გვერდით დგომა გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი საზოგადოებისათვის“, - აცხადებენ კომპანიაში.
"კლინტექის“ დამფუძნებელ ვლადიმერი ჭელიძის თქმით, კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება გახლავთ სოციალური პასუხისმგებლობა და შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერა.
„პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და ყოველი თქვენგანის მხარდაჭერით წელს ვაძლიერებთ ამ მიზანს. გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს! გისურვებთ წარმატებით, განვითარებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე მომავალ 2026 წელს“, - ამბობს ვლადიმერ ჭელიძე.
აღსანიშნავია, 2025 წელს კომპანია „კლინტექმა“ „ზომას“ ბრენდით სარეცხი საშუალებების წარმოების მოცულობა 2.73-ჯერ გაზარდა, რაც შესაძლებელი გახდა ახალი თანამედროვე რეაქრორებისა და კონვეიერის ხაზების ამოქმედების შედეგად. ამჟამად უკვე იწარმოება 57 სახეობის სარეცხი-სადეზინფექციო პროდუქცია და 32 სახეობა ჰიგიენური ქაღალდი.
„ზომას“ პროდუქცია განკუთვნილა ჰორეკას, სწრაფი კვების, დასუფთავების კომპანიების , კვების მრეწველობასა და ყველგან სადაც პროფესიონალურ დონეზე მოითხოვება ჰიგიენის და სისუფთავის სტანდარტები.
„იმპორტირებულ ანალოგებზე ფასების ზრდისა და რიგ შემთხვევაში ხარისხის შემცირების ფონზე, ZOMA ბრენდი, საცალო ბაზარზე ყალიბდება როგორც კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ოპტიმალურ ბალანსს ფასსა და ხარისხს შორის. ამ ფაქტორებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბრენდის ცნობადობა და მომხმარებელთა ნდობა, რაც აისახება როგორც გაყიდვების მაჩვენებლებში, ისე მომხმარებელთა უკუკავშირშიც“, - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.
ასევე, მიმდინარეობს „ზომას“ საყოფაცხოვრებო მიმართულებით წარმოებული პროდუქციის ქსელურ მარკეტებში შეტანა (სადაც ჯერ არ არის ზომას პროდუქცია), რათა საქართველოს სახლებში ჰქონდეს ხელმისაწვდომ ფასში ეფექტური, სარეცხი საშუალებების პროდუქტი.


























