მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოზეც ამოქმედდება

5f0eae05acd37
ინგა მურუსიძე
15.07.20 11:15
1290
10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, უკვე განხორციელებული გვაქვს საპილოტე პროექტები ორ ქუჩაზე, სადაც პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა. შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვრება, თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის დანერგვა. შემდეგი იქნება საბურთალოს რაიონი - პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირება დაიგეგმება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე 10 საინფორმაციო ჯიხური განთვასდება, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინოს.

თბილისის მერის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები და ისინი უფასოდ დააპარკინგებენ ავტომობილებს, დანარჩენებისთვის იქნება ფასიანი - 1 ლარი საათი, შშმ პირებისთვის პარკირება იქნება უფასო.

კალაძემ საკითხის მოგვარება მის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები