მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება ვაკეშიც იგეგმება

5f7435f16f063
ინგა მურუსიძე
30.09.20 11:44
1434
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკეშიც ამოქმედდება, - ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

მისივე თქმით, 20 ოქტომბრიდან ვაკეში დაიდგმება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების შემდეგი ეტაპი ვაკეში ამოქმედდება - 20 ოქტომბრიდან აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ყველა მკვეთ ქუჩაზე ვაკეში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მივიდნენ და მიიღონ სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, მოახერხონ ავტომობილების რეგისტრაცია იმისთვის, რომ ამ ავტომობილებისთვის პარკირება იყოს უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელ ქალაქში ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები