მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური დროებით უქმდება

5fc0d522245f0
ინგა მურუსიძე
27.11.20 14:36
1572
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება.

კალაძის თქმით, მერიის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტას უკავშირდება და ის იქამდე იქნება ძალაში, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია.

ინფორმაციისთვის: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისის რამდენიმე უბანში მოქმედებს. მათ შორსაა: ვაკის რაიონის ნაწილი, ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილი, ყაზბეგის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და პეკინის გამზირი.

შეგახსენებთ: ხვალიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები