მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოტი ჰესის" მშენებლობის დაწყება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება

5bfd426fc9518
დავით ჯალაღონია
27.11.18 20:00
2945
2019 წლის მარტი-აპრილის პერიოდში გურიაში „ზოტი ჰესის“ მშენებლობის დაწყება იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს ჰესის მშენებელი საინვესტიციო ჯგუფის Georgia Global Utilities-ის ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „ზოტი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 46 მგვტ-ია, საინვესტიციო ღირებულება კი - 60 მლნ აშშ დოლარი.

„1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტია დახარჯული კვლევებზე. პროექტი უკვე დატენდერებულია და განვითარების დეტალური გეგმაა გაკეთებული. ობიექტი საუკეთესო ავსტრიული ტურბინებით გვექნება გაკეთებული“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება „მესტიაჭალა ჰესს“, გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ობიექტზე ძირითადი სამუშაოები წლის ბოლოდე დასრულდება და მომავალი წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. მისივე ინფორმაციით, ორივე ობიექტზე მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებულია.

„მხოლოდ 8 თვეზეა გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ისიც 4.5 და 5.5 ცენტების ოდენობით, ასე რომ როგორც „მესტიაჭალა“, ისე „ზოტი ჰესი“ ენერგოსისტემისთვის ტვირთის გარეშეა და ეს ჰესები ენერგოსისტემაში ენერგიას იმაზე იაფად შეიტანს, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია ღირს, ზაფხულის პერიოდში კი საბაზრო ფასები იქნება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები