ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა. გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენისთვის უწყებას 10,5 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ლოტზე ტენდერი ჯერ კიდევ მაისში იყო გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა ორმა კომპანიამ - "ინდიკომ“ და "არქეოპოლისმა“ მიიღეს, თუმცა სატენდერო კომპანიამ პირველის დისკვალიფიკაცია მოადინა, მეორე კომპანიამ კი საბუთებში ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება და და კორექტირება ვერ შეძლო, რაც საბოლოოდ ტენდერის შეწყვეტის მიზეზი გახდა.